სეპარატისტულ აფხაზეთში ტროლეიბუსების მძღოლების გაფიცვა დასრულდა. სოხუმის ადმინისტრაციის ე.წ. უფროსის მოადგილის ანზორ კორტუას ინფორმაციით, დღეს ქალაქის ტროლეიბუსი მძღოლები სამსახურში გავლენ.
სეპარატისტულ აფხაზეთში ტროლეიბუსების მძღოლების გაფიცვა 22 იანვარს დაიწყო. მძღოლები ხალფასის გაზრდას ითხოვდნენ. კორტუას თქმით, მათი მოთხვნა დაკმაყოფილებულია.
"თუკი ადრე ქალაქი ადმინისტრაცია ამ დაწესებულების დაფინანსებისათვის წელიწადში 1,5 მილიონ რუსულ გამოყოფდა. ამიერიდან ეს თანხა 5 მილიონ რუსულ რუბლამდე გაიზრდება. ტროლეიბუსების მძღოლების ხელფასი კი თითქმის 100 % გაიზარდა. ამასთან ერთად, ტროლეიბუსის მგზავრობის საფასური არ შეიცვლება და იგი კვლავ 3 რუსული რუბლი იქნება",_ აცხადებს კორტუა.
აღსანიშნავია, რომ სოხუმის ტროლეიბუსის პარკში 80 ადამიანი მუშაობს.