გადაუღებელმა წვიმამ ზუდგიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. სოფლის გზა ადიდებულმა მდინარემ წაიღო.
დაზიანებულია შემოვლით გზაზე არსებული ხიდიც.
მოსახლეობის ინფორმაციით, რომელიც დაზუსტებული არ არის, დაზიანდა დამბბა, რამაც სახლების დატბორვა გამოიწვია.
ადგილობრივი ხელიუფლების წარმომადგენლები ცდოლობენ დახმარება გაუწიონ მოსახლეობას, თუმცა იმის გამო რომ წვიმა გრძელდება ეფექტური დახმარების აღმოჩენა შეუძლებელი ხდება.