წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუთში მეწყერი ჩამოწყვა. გადაუღებელმა წვიმებმა სოფლის დამეწყრილი ნაწილი დანარჩენ სამყაროს მოწყვიტა. ~
გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობა ვერ ახერხებს სტიქიის ზონის დატოვებას.
წალენჯიხის გამგებლის მამუკა ქარდავას განცხადებით, მოშლილია საგზაო კომუნიკაცია, დაზიანებულია სოფლის ყველა ხიდი.
ქარდავას თქმით, მეწყერმა ზიანი მიაყენა რამდენიმე ოჯახს.
"მნიშვნელოვნად დაზიანდა ერთი საცხოვრებელი სახლი, თუმცა მასში მცხოვრებთა ევაკუაცია დროულად მოხერხდა", - განაცხადა ქარდავამ.
ქარდავას განცხადებით, ასევე ჩანგრეულის სოფელ ნაკიფუში არსებული წალენჯიხა - ჩხოროწყუს დამაკავშირებელი ხიდი.
მისასვლელი გზის არ არსებობის გამო მაშველები შემთხვევის ადგილას ვერ ჩადიან. ვერ ხერხდება სპეციალური ტექნიკის მუშაობის უზრუნველყოფაც.