აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს Must Cerry-ს პრინციპის დანერგვასთან დაკავშირებით კონსტრუქციულ და წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. მისივე თქმით, ეს ფაქტი ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად მართებულია საკაბელო ტელევიზიების მხრიდან მხოლოდ არჩევნებამდე ყველა სატელევიზიო არხის გავრცელება, ბასმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილვას ექვემდებარება.
"კანონის მოქმედების ვადებს, რაც შეეხება ეს განხილვის თემაა და მასზე საუბარი უნდა გაიმართოს. თუმცა, თუ ეს კანონი პარლამენტში მიიღეს, ის ხელს შეუწყობს ინფორმაციაზე მოსახლეობის ხელმიწასვდომობას და მათ ექნებათ საშუალება, გააკეთონ არჩევანი. შესაბამისად ამგვარი კანონის მიღება მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ბასმა.