ნატო-ს გენერალური მდივანის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ იმედოვნებს, რომ „კავკაზ 2012"-ის შესახებ, რუსი პარტნიორებისგან ინფორმაცია ექნებათ.
როგორც ვერშბოუმ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტენთან განაცხადა, მთავარია რუსულმა წვრთნებმა ვითარება არ დაძაბოს.
„წვრთნებს ნატოც ატარებს და რუსეთიც, თუმცა, მნიშვნელოვანია, მისი ტრანსფარენტულობა. ვიმედოვნებ, რუსი პარტნიორები წვრთნების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან", - აღნიშნა ვერშბოუმ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ვერშბოუ, ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება.