.,,სამწუხაროდ, სასამართლო უკვე გადაქცეულია ,,ნაციონალური მოძრაობის" შტაბ-ბინად", _ განაცხადა"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ სასამართლო დღევანდელ გადაწყვეტილების საპასუხოდ და აღნიშნა, რომ სასამართლო მმართველი გუნდის დავალებებს ასრულებას.
,,სამწუხაროდ, სასამართლო უკვე გადაქცეულია ,,ნაციონალური მოძრაობის" შტაბ-ბინად. პირდაპირ სასამართლო სისტემა წინასაარჩევნო პროცესში ჩაერთო და ყველაზე სახიფათო ისაა, რომ ქვეყანაში შექმნილ ქაოსურ ვითარებას სწორედ სასამართლო ქმნის, ნაცვლად იმისა, შეაკავოს კონტროლის პალატის უკონტროლო ქმედებები იგი მთლიანად გადართულია, პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ბესელიამ.
მისივე თქმით, სასამართლოს ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რეაგირება აუცილებელია.
,,ამ ფაქტებს სჭირდება განსაკუთრებული რეაგირება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან. ვისაც ელემენტარული წარმოდგენა აქვს, თუ რას ნიშნავს იურისპრუდენცია ყველა მიხვდება, რომ ეს არის კლასიკური მაგალითი უკანონობისა, რასაც დღეს ხელისუფლება სასამართლოს ხელით ახორციელებს", - განაცხადა ბესელიამ.