ხელისუფლება ამერიკას უკვე დიდი ხანია ეურჩება და ომს უცხადებს, - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე.
მისი შეფასებით, "მასთ ქერისა" და „მასთ ოფერის" პრინციპების შესახებ მიღებული საკანონმდებლო ინიციატივა აბსურდულია და ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ფასადურად მიიღო.
"აქამდე ვხედავდით, რომ ჩვენი ხელისუფლება ამერიკას უჯერებდა და ემორჩილებოდა. ჰილარი კლინტონის წასვლის შემდეგ კი ჩვენ მოვისმინეთ ბოკერიას განცხადებები, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავად გადაწყვეტს როგორ მოიქცესო. შედეგად მივიღეთ ის, რომ „მასთ ქერისა" და „მასთ ოფერის" პრინციპების შესრულების დაპირება დაპირებად დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილმა ამერიკას ომი გამოუცხადა", - განაცხადა ივანიშვილმა.