სეპარატისტულ აფხაზეთში კრასნოდარის მხარის წარმომადგენლობა გაიხსნება. ეს განცხადება დღეს კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ვლადიმეტ რეზნიკმა გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლების ეს ორგანო დაარსებული იქნება აფხაზეთსა და კრასნოდარის მხარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.
"პროექტი უკვე შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროთან. წარმომადგენლობა გაგრის რაიონში გაიხსნება", _ განაცხადა რეზნიკმა.