მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ლდს-ჩარიტი"-ს ორგანიზება-დაფინანსებით (ხელმძღვანელები: დევიდ და ჯოდი რიისები), 23 ივნისს, 10 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში ჩატარდება ტრენინგი გადაადგილება შეზღუდული პირებისათვის ინვალიდის (რაფრაიდერის მოდელის) ეტლების სწორად შერჩევის და მორგების თეორიულ კურსთან დაკავშირებით.
ტრენინგის ბოლოს მოხდება გადაადგილება შეზღუდული ბენეფიციარებისათვის ეტლების პრაქტიკულად მორგების და გადაცემის ცერემონია, რომელსაც დაესწრებიან მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების სოც. განყოფილებების წარმომადგენლები.
ტრენინგზე მოწვეულნი არიან ასევე საქართველოს შრომის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სოც. მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.