დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ხიზრი ალდამოვის განცხადება საქართველოს ხელისუფლების მიერ იჩქერიის მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით, რუსეთის ხელისუფლების პროვოკაციაა.
მისი თქმით, ხიზრი ალდამოვისგან ქართული მხარე ამას ვარაუდობდა.
"მას შემდეგ რაც ხიზრი ალდამოვმა უარი თქვა მის მთელ წარსულზე და თავის პოლიტიკურ საქმიანობაზე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებთან თავისი კავშირები უარყო, ქართული მხარე ამას ვარაუდობდა. ამიტომ არ გაგვკვირვებია, როდესაც მან დაიწყო ძალიან ტრივიალური და პრიმიტიული განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. ეს ძველი სიმღერაა და ეს ჩვენ რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ათასჯერ მოგვისმენია,, - აღნიშნა წიკლაურმა და დასძინა, რომ ალდამოვი სწორედ რუსეთის ხელისუფლების მითითებითEმოქმედებს.
საქართველოში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის განცხადებით, ადრე საქართველოს ხელისუფლება ამბოხებულებს რუსეთში ტერაქტების მოწყობაში ეხმარებოდა, ქვეყნის ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ახალ ,,იჩქერიის მთავრობას" ქმნის. ამის შესახებ ,,რია ნოვოსტი" იუწყება.
ხიზრი ალდამოვი ჩეჩნეთში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ის გასულ კვირას ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს შეხვდა და აღნიშნა, რომ მას ცხოვრების დარჩელინი დროის გატარება მშობლიურ მიწაზე სურს.