გამთენიისას მგლების ხროვა თელავში, კირვალიძეების ცხვრის ფარაში შეიჭრა და 25 სული ცხვარი გაანადგურა. შემთხვევის დროს ფერმაში მწყემსი იმყოფებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ მტაცებლების რაოდენობა ხუთს აჭარბებდა, მწყემსმა ფარაში გასვლა ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მტაცებლებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ზიარის მაცხოვრებლებიც დააზარალეს.
მოსახლეობა მონადირეთა ჯგუფების შექმნას და მგლების ლიკვიდაციას ითხოვს.