რუსეთის ხელისუფლება შესაჩერებელია, ე.წ. მაგნიტსკის სია უნდა გაიზარდოს და არც ჯეკსონ-ვენიკის ჩასწორება არ უნდა გაუქმდეს - რუსეთი წახალისების ღირსი არ არის, - წერს თავის ბლოგში ცნობილი დისიდენტი და ჟურნალისტი ვალერია ნოვოდვორსკაია.
"მიმაჩნია, რომ ე.წ. მაგნიტსკის სია უნდა გაიზარდოს და არც ჯეკსონ-ვენიკის ჩასწორება არ უნდა გაუქმდეს. რუსეთი წახალების ღირსი არ არის და თუ დღეს არავის არ იჭერენ ძალით და ადამიანები საკუთარი ქვეყნიდან გარბიან, როგორც შავი ჭირისგან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პრეცედენტებისთვის ვინმე უნდა წაახალისო. მაშინ უნდა წაახალისო ყველა ის ქვეყანა, რომლებშიც შექმნილია აუტანელი პირობები ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი მოქალაქეებისთვის. რაც უფრო ცუდია და ამქვეყანაში ცხოვრება, მით მეტი უნდა ერგოს ამ ქვეყანას აპლოდისმენტები, კოცნები, ყვავილები და კრედიტები", _ წერს ნოვოდვორსკაია და აგრძელებს: "მოდით მაშინ კუბისა და ჩრდილოეთ კორეის წახალისება მოვახდინოთ".
"მაგნისტკის სია კარგი რამეა და რა თქმა უნდა იგი პუტინის ისტებლიშმენტით უნდა შეივსოს. მე იქ პუტინსაც და მედვედევსაც შევიყვანდი, ვინაიდან ისინი ყველაზე მეტად არიან დამნაშავე.
ისინი სრულიად შეგნებულად არ უშვებენ ხოდორკოვსკის და ისეთებს, როგორიც ბიზნესმენი კოზლოვია. მათ მხოლოდ ციხეში ჩასმა შეუძლიათ. ხელისუფლება მთლიანად კონსტიტუციის ფარგლებს გარეთაა და ასევე მისი ჩინოვნიკები. ამიტომაც ან წადი ხელისუფლებიდან და დაწერე განცხადება წასვლის შესახებ ან როგორც ლუკაშენკო თავისი ისტებლიშმენტით - დაისვენებ ვენესუელასა და კუბაზე მაგრამ არა აშშ-სა და ევროპაში. ეს ხელისუფლება შესაჩერებელია", _ წერს ცნობილი ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამას რუსი ხალხი ვერ აკეთებს, ეს მისია ევროპამ და აშშ-მ უნდა იკისროს.
"ხოლო ვინაიდან საკუთარი ხალხი ამას ვერ აკეთებს და ამ ხელისუფლებას ხელში ბირთვული ჩემოდანი აქვს, რაც უფრო შეაჩერებს მას ევროპა და აშშ და ხელებში ჩაატრყამს, მით უფრო ნაკლები ექნებათ მათ სურვილი სადღაც იქაჩებოდნენ, ვიღაც დააშანტაჟონ და საქმე 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიიყვანოს, როდესაც ბატონი პუტინის წყალობით კინაღამ მესამე მსოფლი ომამდე მივედით", _ ამბობს ის.
ცნობისთვის: ჯეკსონ-ვენიკის ჩასწორება 1974 წელს მიიღეს, აშშ-ის ვაჭრობის შესახებ კანონის დამატებად. ეს კანონი სოციალისტური ბლოკის სახელმწიფოებთან რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალ ემიგრაციას და არღვევენ ადამიანის სხვა უფლებებს ვაჭრობას ზღუდავს. იგი კონგრესმენებმა ჰენრი ჯეკსონმა და ჩარლზ ვენიკმა წარმოადგინეს. იგი ფორმალურად დღემდე გაუქმებული არ არის (1989 წლიდან მასზე აშშ ყოველწლიურად მორატორიუმს აგრზელებს, თუმცა კონგრესს იგი დღემდე ოფიცილურად არ გაუუქმებია).
მაგნიტსკის სია: აშშ-ის კონგრესში შედგენილი ნუსხა, რომლის საფუძველზედაც მომზადებული კანონპროექტი კონგრესში სენატორმა ბენჟამინ კარდინმა შეიტანა, კანონპროექტი რუსეთის ათობით მაღალჩინოსნისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვასა და მათი აქტივების გაყინვას გულისხმობს. ეს ის მაღალჩინოსნები არიან, რომლებსაც ესა თუ ის კავშირი ჰქონდათ ფონდ "Hermitage Capital"-ის 37 წლის იურისტის სერგეი მაგნიტსკის მოსკოვის ერთ-ერთ იზოლატორში წამებით სიკვდილთან, რომელიც რუსეთის უწყებებში მასშტაბური კორუფციის არსებობის შესახებ განცხადებებს აკეთებდა.