ხელისუფლება კახი კალაძის წინააღმდეგ წამოწყებულ შავ პიარ-კამპანიას ისევ აგრძელებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კალაძის დისკრედიტაციას ემსახურება _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" კახი კალაძის
პრესსამსახურის წარმომადგენელმა ოთარ ჩრდილელმა.
,,ეს საკითხი სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს. ამ ხელისუფლებას სხვა მეტი არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ კახი კალაძის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი გააგრძელონ, რომელიც კახი კალაძის დისკრედიტირებას ემსახურება. Aამ თემას ვერავინ სერიოზულად ვერ ვუდგებით, როგორ შეიძლება რაღაც აბსურდი რომელიც ჯიბის ტელევიზიამ არ ვიცი მარჯვენა, თუ მარცხენა სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიამ, მოიგონა შემდეგ ამაზე სერიოზული მსჯელობა წავიდეს, ეს ყველაფერი უკვე სირცხვილია", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ჩრდილელმა.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კახი კალაძე კრიმინალურ ავტორიტეტებს შეხვდა რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადასცა: იმ შემთხვევაში, თუ ისინი სხვადასხვა ქვეყნებში ,,ქართული ოცნების' მხარადასაჭერად იმოქმედებენ მათ ბიძინა ივანიშვილი სოლიდური თანხით დაეხმარება.