საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ ბიზნესში რუსული ფული მისასალმებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან "მადნეულისა" და "კვარციტის" გაყიდვასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, საფრთხე არის მხოლოდ პოლიტიკურ ინვესტიციებში, მაგრამ ჩვეულებრივ ბიზნეს ურთიერთიბებში ასეთი ინვესტიციები და ცივილიზებული კონტაქტები მისასალმებელია.
,,ჩვენ მივესამლებით რუს ტურისტებს, რომლებიც საქართველოში დახარჯავენ ფულს. მივესალმებით ბიზნესმენებს, თუ ისინი საქართველოში დახარჯავენ ფულს და არ მივესალმებით ტანკისტებს რუსეთიდან, რომლებიც ჩვენი ნებართვის გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე არინ და არ მივესალემებით თუნდაც რუსულ ბიზნესს, რომელიც ცდილობს იყიდოს ქართული პოლიტიკა და ქართული პოლიტიკური ორიენტირტები,, - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე განმარტებით, თუ რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ამერიკაში, გერმანიაში, საფარანგეთში, დაინტერესდებიან ფულის ჩადებით სასტუმროში, საწარმოში ადამინების დასაქმებაში და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენაში ამაში ცუდი არაფერია. თუმცა, გაბაშვილის განცხადებით, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ რუსეთში ნაშოვნი ფულით ქართული პოლიტიკა დაუქვემდებეროს რუსეთის ინტერესებს, ამას ხელისუფლება ყოველთვის შეებრძოლება.
შეგახსენებთ, რომ სს "მადნეული" და შპს "კვარციტი" კომპანია "კაპიტალ ჯგუფმა" შეიძინა, რომლის აქციონერები რუსი ბიზნესმენები - დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი არიან.