სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში ადგილობრივი ფერმერის ნოდარ რუსიშვილის 12 ჰექტარ ფართობზე გაშენებული ატმის ბაღი დაათვალიერა. მინისტრი ადგილობრივ მცირე და საშუალო ფერმერებსაც შეხვდა და ატმის მოსასვლის დაბინავება-რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა.
"მწარმოებლებს ატმის რეალიზაციის საშუალება აქვთ, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ ფერმერები და გლეხები პროდუქციის ჩაბარებისას სრულად თავისუფლდებიან დამატებითი ღირებულების გადასახადისგან", - განაცხადა ზაზა გოროზიამ.
კახეთში ატამი ძირითად გურჯაანსა და თელავის რაიონებში 4721.20 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული და მისი საერთო წარმოება წლიურად 32 396 ტ შეადგენს. ატმის ჯიშებიდან ძირითადად ყველაზე გავრცელებული ჯიშებია „ქონელა", „წითელი და ყვითელი ზებრა" და „კახური თეთრა".