ქეთი დოლიძე ბანკ ,,ქართუში" ანგარიშის დაყადაღებას იამზე დვალს უკავშირებს, რომლიც, დოლიძის თქმით, თაღლითია და მას ,,მიშისტი" ადვოკატი მფარველობს
,,ერთი წელია ვებრძვი ძალიან ცუდ ადამიანს, იამზე დვალს, რომელსაც ხუთი წლის წინ მე, პირადად ფული გავუსტუმრტე, მაგრამ ახლა იტყუება, რომ მე მისთვის ფული არ გადამიხდია. შემდეგ მას დავუმტკიცე, რომ ეს თანხა მე გასტუმრებული მქონდა. ამის დამადასტურებლად მყავს მოწმეები და მაქვს დოკუმენტაცია. Mმიუხედავად ამისა, ეს ქალბატონი ამბობს, რომ ქეთი დოლიძეს საქართველოს არც ერთ სასმართლოში აღარ გაამართლებენ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ქეთი დოლოძემ.
მისივე თქმით, იამზე დვალს ,,მიშისტი" ადვოკატი მფარველობს, რის გამოც იგი სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა და ბანკ ,,ქართუში" ანგარიში დაუყადაღა. M
,,მას ჰყავს ერთი ,,მიშისტი" ადვოკატი და სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტეს და ახლა დაჯარიმებული ვარ ხუთი ათასი ლარით. ბანკ ,,ქართუში" დამიყადარეს ანგარიში, მაგრამ მე ,,ქართუ" ბანკში არც ერთი კაპიკი არ მაქვს, უბრალოდ ანგარიში დამიყადარეს, რადგან რამე, თანხა, რომ დაჯდეს ანგარიშზე, იმას წაიღებენ. მაგრამ ისე გავაკეთებ, რომ არცერთიი კაპიკი ჩემს ანგარიშზე არ დაჯდეს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ქეთი დოლიძემ.