პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას განცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს.
როგორც კერვალიშვილმა "ქართული დასის" ლიდერის მიერ გამოთქმული ბრალდების შეფასებისას ჟურნალისტებთან აღნიშნა, ნებისმიერი დაუსაბუთებელი განცხადება არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.
"განცხადება, რომელიც არ არის დასაბუთებული, არღვევს უფლებებს და უდანაშაულობის პრეზუმციას და ასეთი განცახდებები მისასალმებელი არ არის", - განაცხადა კერვალიშვილმა.
ბაღათურიამ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერს 5 ათასი ადამიანი ედავება ფულის მოპარვაში.