საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე "კომერსანტისათვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ მის ზოგ ნაცნობსაც ჰქონდა განცდა იმისა, რომ ალტერნატივა გაჩნდა, თუმცა ახლა უკვე ისინი იმედგაცრუეულნი არიან. ამასთან ერთად ბენდუქიძე ასევე აცხადებს, რომ ადამიანებს აშინებთ ის კითხვაც თუ რამდენად ადეკვატურები არიან ეს ადამიანები, რომლებოიც აპირებენ ხელისუფლების სათავეში მოსვლას.
"ადამიანებს აღელვებთ ის, რომ მან თავის ირგვლივ საკმაოდ ჭრელი კოალიცია შემოიკრიბა. მიმაჩნია, რომ ადამიანიები, რომლებიც მზად იყვნენ მისთვის დაეჭირათ მხარი და მასში, თუნდაც იგივე პროდასავლური განვითარების ჭრილში ალტერნატივას ხედავდნენ ახლა უბრალოდ შეშინებულნი არიან, იმიტომ, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი საერთო დასავლურ განვითარებასთან არ აქვთ", _ აცხადებს ბენდუქიძე და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ერთდროულად აწარმოო პროდასავლური და და ანტიდასავლური პოლიტიკა.
"ისინი ვინც ითვლებიან პროდასავლური ფასეულობების ერთგულებად, მაგალითად რესპუბლიკელები - პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებას ვერ ახდენენ, უუნარონი არიან. მათ მხოლოდ ნეგატივიზმი აქვთ: "ეს არ მოგვწონს, ის არ მოგვწონს". ეს არ არის დღის წესრიგი. დღის წესრიგი ეს მოქმედებების წესრიგია",_ აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.
მისივე თქმით, არის კიდევ სხვა ფაქტორები, რომლებიც თრგუნავენ იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილს უჭერენ მხარს.
"მან ახლახანს განაცხადა, რომ როგორც კი მოვა ხელისუფლების სათავეში იგი თბილისის ცენტრში მტკვარზე გადებულ ხიდს დაანგრევს. არა, ეს ხიდი შეუძლება არ მე მომწონს, მე მიმაჩნია, რომ ეს ლამაზი ხიდია, როგორც ხიდი, მაგრამ არასწორადაა ჩაწერილი ჩემს გემოვნებაში. ის ძალიან ძვირი ღირს. საერთოდ, მე ბევრი რამე არ მომწონს არქიტექტურულად - თავისუფლების მოედანი არ მომწონს არც გიორგის ქანდაკება, მაგრამ ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ იგი დაანგრიო და ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ ოპოზიციაში იყო", _ აცხადებს ბენდუქიძე და აღნიშნავს, რომ "ადამიანები ამჟამად მგრძნობიარენი არიან არა იმის მიმართ პენსია 220 ლარი იქნება თუ 160, არამედ იმის მიმართ, თუ რას ლაპარაკობს ივანიშვილი, ეს მათ აშინებს. ის ხომ გამუდმებით აცხადებს, რაღაც აღმოჩენებზე ადამიანისმცოდნეობის საკითხებში, რომლებსაც აკეთებენ ის და მისი მეცნიერები. ინტერნეტ გვერდზე, სადაც ეს ადამიანები წერენ ისინი ამტკიცებენ, რომ შიდსი ჩაგონებით რჩება. ჩნდება კითხვა რამდენად არიან ეს ადამიანები ადეკვატურნი, რომლებიც ხელისუფლებაში აპირებენ მოსვლას. ხოლო რაც შეეხება 220 ლარიან პენსიას, მოვა დრო საქართველოში როდესაც მართლა ასეთი პენსია იქნება", _ აცხადებს კახა ბენდუქიძე.