საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე "კომერსანტისათის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაპირება პენსიის მომატების შესახებ, წმინდა წყლის პოპულიზმია.
"სახელმწიფო ბიუჯეტს ვერ გაწელავ. ჩვენთან ისედაც დაძაბული სიტუაციაა მომავალ წლამდე, იმიტომ, რომ მთავრობა სოციალური პროგრამების დაფინანსებას ზრდის, ხდება პენსიის რეალური გაზრდა და თუ შენ გსურს პენსია გაზარდო აი ამდენით, ამისათვის შენ კიდევ 700 მილიონი გჭირდება, ხოლო თუ ყველას დაზღვევა გინდა ამისათვის კიდევ 700 მილიონი და ამას დამატებული კიდევ მილიარდი სოფლის მეურნეობისათვის გამოდის 2,4 მილიარდი - ეს თანხა საიდანღაც უნდა მოვიდეს ხომ? რის ხარჯზე შეიძლება ამის გაკეთება? მხოლოდ საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის, ანუ სახელმწიფო ვალის ხარჯზე. პენსიის მომატება, ივანიშვილის დაპირება - წმინდა წყლის პოპულიზმია", _ აცხადებს კახა ბენდუქიძე.