უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ქართველი დამკვირვებლების მონიტორინგის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
საკითხი გუშინ, უკრაინის ცესკოს სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა მისი განხილვა სხვა დროისთვის გადაიდო.
თავის მხრივ, შეგახსენებთ, რომ ცესკოში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია საქართველოს სადამკვირვებლო ჯგუფმა უკვე წარადგინა.
შეგახსნეებთ იმასაც, რომ უკრაინამ დამკვირვებლების წესი გაამკაცრა.