ხალხში ძლიერი მუხტია, ძლიერია იმის გრძნობა, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, - განუცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს. მისი თქმით, ქვეყანაში უნდა გამოსწორდეს ცხოვრება, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
"დარწმუნებული ვარ, ბევრი რამე შეიცვლება და თითოეული მოქალაქე იგრძნობს შვებას",-აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, გურიაშიც იგივე პრობლემებია, რაც ზოგადად საქართველოს სხვა რეგიონებში.
"გურიაში ბევრი უმუშევარია, არის განათლებასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა. ერთ-ერთ მნიშნველოვანი პრობლემა კი ის არის, რომ გურია მოსახლეობისგან იცლება. ეს უნდა გადაიჭრას და ასეც იქნება, როდესაც ერთი მილიარდის ინვესტირება მოხდება სოფლის მეურნეობაში. ეს ჩვენი გლეხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.