ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა თავისი ე.წ. მთავრობის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი ჩაატარა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, თათბირში ასევე მიიღეს მონაწილეობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროების ხელმძღვანელევბმაც.
ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, დღის წესრიგის ძირითადი განახილველი საკითხები იყო ე.წ. ძალოვან სტუქტურებში დისციპლინისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები.
ოს სეპარატისტთა ლიდერს ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა აუწყეს, რომ უახლოეს მომავალში ძალოვანი სტრუქტურებში თანამშრომელთა ატესტაციები დაიწყება.
"ედუარდ კოკოითმა უკმაყოფილება გამოხატა ძალოვან სტრუქტურებში არსებული დისციპლინის დონით და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, პირად შემადგენლობასთან მუშაობის გაგრძელებაა საჭირო",_ იუწყება ოსური მხარე.
თათბირზე მეორე განსახილველი საკითხი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას ეხებოდა. თავად ოს სეპარატიტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სამხრეთ ოსეთი ნარკოტიკების ყიდვა შეუძლებელია, მაინც იზრდება იმ ახალგაზრდა ადამიანთა რაოდენობა ვინც ნარკოტიკებს მოიხმარს". კოკოითმა ამ მიმართულებით ე.წ. შს სამინისტროს მუშაობას "სუსტი" უწოდა.
"ედუარდ კოკოითმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ გარკვეული რაოდენობი ნარკოტიკები სამხრეთ ოსეთში აღდგენით სამუშაოებზე მომუშავე რუს მუშებს შემოაქვთ".
"ყველა ორგანიზაცია,რომელიც შემჩნეული იქნება სამხრეთ ოსეთში ნარკოტიკების რეალიზაციაში სამხრეთ ოსეთიდან გაძევებული იქნება, მათთან კონტრაქტი კი გაწყდება. უშუალო რეალიზატორები კი კანონის წინაე რული სიმკაცრით აგებენ პასუხს",_ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.