ხვალ, 16 ივნისს, "ქართული დასის" ორგანიზებით, ბათუმში აჭარის მოსახლეობის სამოქალაქო საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა.
მისი განმარტებით, ეს იქნება ერთგვარი სამოქალაქო პროტესტი და გამაფრთხილებელი ნაბიჯი იმ მიზნით, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ყურადღება მიაქციონ აჭარაში და კერძოდ ბათუმში საერთაშორისო ტერფიკინგის კუთხით შექმნილ ვითარებას.
მსვლელობის დაწყებამდე ჯონდი ბაღათურია არასამთავრობო ორგანიზაციის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" ოფისში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა ბათუმის საკათედრო ტაძრისკენ.
აჭარის საერთაშორისო ტრეფიკინგის ეპიცენტრად გადაქცევის შესახებ განცხადება დეპუტატმა პარლამენტში ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეებს, შუა აზიიდან ჩამოჰყავთ გოგონები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და პროსტუტუციაში იყენებენ.