"MUST GARRY -ის პრინციპის უკან დგას მიზანი, რომელიც მედიის ხელმისაწვდომიბის პრობლემის დაძლევას გულისხმობს", _ ,,ამერიკის ხმის" ინფორმაციით აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ატლანტიკურ საბჭოში გამართული დისკუსიისას განაცხადა.
ჯონ ბასი აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების გაშუქება მაუწყებლების ვიწრო სპექტრის მიერ ხდება.
,,მოქალაქეებისთვის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქება მაუწყებლების ვიწრო სპექტრის მიერ ხდება და მათ ხელი არ მიუწვდებათ სხვა მაუწყებლებზე, რომლებიც განსხვავებულ მიდგომას გამოხატავენ", _ აცხადებს ბასი.
თუმცა აშშ-ის ელჩი აცხადებს, აღნიშნული საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
,,თუმცა ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია, თუ როგორ გადაჭრის ამ პრობლემას", _ აცხადებს ბასი.