"რა თქმა უნდა, არანაირი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს", _ განცხადა ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, სააპელაციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის განხილვის კომენტირებისას, რომელიც მიმდინარე პროცესს ესწრება.
მისივე თქმით, საინტერესოა, თუ როგორ დაასაბუთებს მოსამართლე მის მიერ გამოტანილ აბსურდულ ბრალდებას.
"დარწმუნებული ვარ ეს მოსამართლეც ისე, როგორც წინა მოსამართლეები ნოტარიუსის ფუნქციებს შეასრულებენ, მაგრამ ხანდახან საოცრებები ხდება ხოლმე. დღეს სასამართლოზე იმიტომ მოვედი უბრალოდ, მაინტერესებს, როგორ დაასაბუთებს მოსამართლე აბსურდულ გადაწყვეტილებას, რომელსაც სავარაუდოს ის გამოიტანს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.