უკრაინის "რეგიონების პარტია" საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივით გამოდის.
პარტიის წარმომადგენელი ლეონიდ კუჟარა აღნიშნულის საბაბად ქვეყანაში ქართველი დამკვირვებლების ჩასვლას ასახელეს და განმარტავს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღება მხოლოდ "ურთიერთობის გარკვევამდე" უნდა მოხდეს.
"ჩვენ პრეზიდენტისგან მოვითხოვთ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის დაწესებას იქამდე, ვიდრე ქართული მხარისგან დამკვირვებლების თაობაზე განმარტებებს არ მივიღებთ", - განაცხადა კუჟერო.
მისივე მტკიცებით, ქართველი დამკვირვებლების დიდ ნაწილს არჩევნების პირველი ტურის შემდეგ უკრაინა არ დაუტოვებია.