ღამით ვიხილეთ რუსეთის მიერ ევროპული საჰაერო სივრცის ყველაზე სერიოზული დარღვევა, ომის დაწყების შემდეგ, არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ დარღვევა შემთხვევითი არ იყო, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი წერს.
კაია კალასი ეხმიანება რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.
"არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ დარღვევა შემთხვევითი არ იყო. კონტაქტზე ვართ ნატო-ს გენერალურ მდივანთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს პოლონეთს. რუსეთის მიერ ომის ესკალაცია ხდება და არ სრულდება. ჩვენ უნდა გავზარდოთ მოსკოვისთვის საფასური, გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინისთვის და დავაბანდოთ ინვესტიციები ევროპის თავდაცვაში. ევროკავშირი მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მხარს დაუჭერს ინიციატივებს, როგორიცაა აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის ხაზი“, – წერს კაია კალასი.