ბათუმში დანაგვიანებისთვის საჯარიმო სანქციები მკაცრდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 146 პრიმა მუხლით დასუფთავების წესების დამრღვევი მოქალაქეები, სპეციალური ოქმის საფუძველზე, 50 ლარით დაჯარიმდებიან.
განმეორებით ჩადენილი ქმედებისთვის ჯარიმის რაოდენობა იზრდება.