ირანი ურანის 20 %-იან დონეზე გამდიდრებასთან დაკავშირებით "კარგ ახალ ამბავს" თებერვლის პირველ რიცხვებში, 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნისას გამოაცხადებს. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
"ფაჯრის" დეკადისას (ზეიმი 1-დან 11 თებერვლამდე) გამოცხადდება კარგი ახალი ამბავი, ქვეყანაში ბირთვული სათბობის წარმოების 20 %-მდე გამდიდრების წარმოების შესახებ და მთლიანობაში ისლამური რესპუბლიკის პროგრესის თაობაზე", - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს ამბავი გამოიწვევს არა მხოლოდ ირანელი ხალხის, არამედ თავისუფლებისმოყვარული მსოფლიო ხალხების კმაყოფილებას.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჩარჩო ხელშეკრულების მიხედვით, ირანის ისლამურ რესპუბლიკას შესთავაზეს, გაეტანა 1,2 ტონა ნაკლებგამდიდრებული ურანი რუსეთში შემდგომი გამდიდრებისა და ბირთვული საწვავის მისაღებად საფრანგეთში, თუმცა თეირანმა აღნიშნულ სქემაზე უარი განაცხადა.