ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე. წ. უფროსი ალან ჯუსოევი აცხადებს, რომ საქართველოსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარზე მიმოსვლა არ გამკაცრებულა. ეს განცხადება ჯუსოევმა ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა.
მისი თქმით, "გამკაცრება გულისხმობს საზღვრის ან მთლიანად დახურვას ან ცალკეული მოქალაქეები გატარებას. თუკი ადრე ახალგორის რაიონის მცხოვრებლები თავისუფლად კვეთდნენ საქართველოსთან საზღვარს, დღეს ამ წესები ცვლილებები შევიდა".
ცვლილებები, ჯუსოევის თქმით, დაკავშირებულია გამშვებ რეჟიმთან, რომელიც, თავის მხრივ დაკავშირებულია რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის დაწყებათან, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის აგებასთან და თავად რაიონის მაცხოვრებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.
"თუკი ადრე რუსი სამხედროები, ვინც საზღვარს კვეთდა, მხოლოდ იმას ამოწმებდნენ, ჰქონდათ თუ არა ფეთქებადსაშიში ნივთიერება, ამჟამად უკვე ნოტარიალურად დამოწმებული და რუსულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტების წყალობით შეიქმნება ბაზა ყველა იმ ადამიანებისა, რომლებიც საზღვარს ორივე მიმართულებით კვეთენ", _ აცხადებს ჯუსოევი.
მისი ინფორმაციით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში საქართველოსთან საზღვარი 800 ადამიანზე მეტმა გადალახა, ორივე მიმართულებით.
"ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც საქართველოსთან ნათესაური კავშირები აქვთ, ასევე დევნილები", _ აცხადებს ჯუსოევი და დაძენს, რომ "რაც შეეხება საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამკაცრებას, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება დასახლებულ პუნქტ ახმადში არსებული გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ. საზღვრის გადალახვის ერთადერთ გამშვებ პუნქტად მოსაბრუნში არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტი რჩება", _ აცხადებს ჯუსოევი.