. რუსეთის ფედერაცია სეპარატიტული აფხაზეთის ე. წ. ნაციონალურ ბიბლიოთეკას დაეხმარება. ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის ე. წ. ელჩმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა ბიბლიოთეკის მონახულებისას გააკეთა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ე. წ. ელჩს ბიბლიოთეკის დირექტორმა ბორის ჩოლარიამ აუწყა, რომ ბიბლიოთეკა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ძლიერ დაზარალდა.
"ამჟამად აფხაზეთის ხელისუფლების მხარდაჭერით და რუსეთის დახმარებით ბიბლიოთეკის საქმეები უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ კაპიტალური რემონტი მაინც ჩასატარებელია", _ განუცხადა დირექტორმა გრიგორიევს და დასძინა, რომ ამას გარდა, ჩასატარებელია წიგნების ფონდის დაკომპლექტების სამუშაო და დასანერგია ახალი ტექნოლოგიები.
გრიგორიევმა განაცხადა, რომ ბიბლიოთეკას რუსეთის რეგიონებიც დაეხმარებიან წიგნების ფონდის გაზრდასა და სპეციალური ავეჯისა და მოწყობილობები შეძენაში.
გრიგორიევმა სეპარატისტების ბიბლიოთეკას წიგნების სერიიდან "დსთ-ის ქვეყნების კლასიკა" პირველი 7 ტომი გადასცა.