თელავის წმ. ნინოს ყოფილი სასწავლებლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №3/131 ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ თელავის წმ. ნინოს ყოფილი სასწავლებლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის წერილის საფუძველზე მოეხსნა. "საფუძველი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნ. ვაჩეიშვილის 2012 წლის17 აპრილის №05/10/393 წერილი; სტრატეგიული და მეთოდოლოგიური სექციის 2012 წლის 23 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება"- აღნიშნულია ბრზანებულებაში.