ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, თბილისი-შატილის მიმართულებით სამარშრუტო ხაზი დაინიშნა.
ზაფხულის პერიოდში მსგავსი მიმართულებით სატრანსპორტო ხაზი უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს და შატილისკენ მიმავალ მგზავრებს გვიან შემოდგომამდე კვირაში ორჯერ ემსახურება.
ქ. თბილისის დიდუბის ავტოსადგომის ტერიტორიიდან 18 ადგილიანი სამგზავრო მიკროავტობუსი წელს პირველად 8 ივნისს, 9.30 საათზე მოემსახურება შატილის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს და მათ, შატილის თემში დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გელა დაიაური სიმბოლურად გააცილებს.
ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც აღნიშნული მარშრუტი მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველი კვირის სამშაბათს და პარასკევს განხორციელდება და მგზავრებს კომფორტული მომსახურების მაქსიმალურ პირობებს შეუქმნის.
მგზავრობის ღირებულება 20 ლარს შეადგენს.