საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების ფენებად დაყოფას არ დაუშვებს, - განაცხადა განაცხადა მიხელ სააკაშვილმა მასწავლებლების სახლში პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას.
"ახლა მივიღეთ ესეთი სურათი, რომ ერთი მხრივ არის რვა სკოლის გამოცდა და მერე არის ოთხი ეროვნული გამოცდა. რვა სკოლის გამოცდისთვის ცალკე ემზადება ბავშვი და მერე ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ქირაობს რეპეტიტორებს და ემაზდება დანარჩენი ოთხი გამოცდისთვის როგორც წესი. რეპეტიტორის ქირაობის საშუალება ბევრს არა აქვს. ციფრები, რომ ნახოთ რეპეტიტორებს ქირაობს საშუალება აქვს თბილისის ცენტრში ხალხს, ძალიან ცოტას გარეუბნებში და ძალიან ცოტას მით უმეტეს რეგიონებში. რეგიონებში, პრაქტიკულად, არავის არ აქვს და აღმოჩნდა, რომ საზოგადოება კვლავ დავყავით პრივლეგირებულ, ცხვირაწეულ პირებად და დანარჩენ საზდოგადოებად. ვისაც აქვს რეპეტიტორების საშუალება და ვინც არის დანარჩენი ხალხი _ 90% საქართველოს მოსახლეობის", - და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების ფენებად დაყოფას არ დაუშვებს.
,,ამას მე ვერასდროს ვერ მივიღებ და ვერანაირი ,,ელიტისტური" მიდგომით ვერ გავიზიარებ. ამიტომ იყო ჩვენ დავკარგეთ დრო და ამიტომ ამათ განათლების სამინისტროში ერთი წელი რომ არა გაეტარებინათ კამათში და მიეღოთ გადაწყვეტილება წელს უკვე ეროვნული გამოცდები აღარ ჩატარდებოდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.