გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში სოფლის ადმინისტრაციული შენობა დაიწვა. ხანძარმა ორსართულიანი შენობა, სადაც რწმუნებულის აპარატი, აფთიაქი და ამბულატორია იყო განთავსებული მთლიანად დაიწვა.
შემთხვევის შედეგად განადგურდა სოფლის საარქივო დოკუმენტაცია და სამედიცინო ინვენტარი.თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად სახურავს გაუჩნდა, რის შემდეგ ხანძარი მთელ შენობას მოედო.
ხანძრის ლიკვიდაციაზე ყვარლისა და გურჯაანიის სახანძრო სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები