"სამწუხაროა, რომ ამ თემებზე გვიწევას საზოგადოების შეწუხება, ასეთ აბსურდზე, მაგრამ კონტროლის პალატამ თავისი მყისიერი განცხადებით დაადასტურა, რომ ეს იყო მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი ოპერაცია, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ",_ განაცხადა "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა ჭორების საფუძველზე გამოძიება არ უნდა დაიწყონ.
"გარწმუნებთ, ოქტომბრამდე ბევრი ადამიანი ასე რუპორების წინ აღმოჩნდება - სახელისუფლებო არხებს ვგულისხმობ - სხვადასხვა სისიულელეს იტყვის და ამ სისიულელეს გამო გამოძიებას დაიწყებს სახელმწიფო აპარატი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ხიდაშელმა.
შეგახსენებთ: კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "ქართული ოცნება" ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობაში დადანაშაულა და საქართველოს მთავარ პროკურატურას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს. პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.