"ქრისტიან-დემოკრატების,, ლიდერი გიორგი თარგამაძის შეფასებით, ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს არგუმენტი, თითქოს ხელისუფლების გადაბარება მანდატის განახლებას ნიშნავს. მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე მდგომად სახელმწიფოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუკი არჩვნების გზით, ერთი პარტია დაკარგავს დომინაციას პოლიტიკურ სფეროზე.
ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის იმ განცხადების კომენთირებისას განაცხადა, რომლითაც იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში როგორც შემოდგომაზე, ისე 2013 წელსაც არჩევნების გზით ხელისუფლების გადაბარება მოხდება.
თარგამძის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციურად, შვიდობიანად ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი არ აქვს და ამიტომაც, ყოველთვის ექნებათ ხელისუფლების წარმოამდგენლებს იმის არგუმენტი, რომ თითქოს ხელისუფლების გადაბარება მანდატის განახლებას ნიშნავს.
,,ვისაც აირჩევს ქართველი ხალხი და ანდობს ქვეყნის ბედს, ის უნდა იყოს ქვეყნის მომავალზე პასუიხმგებელი პოლიტიკურად. თუ საქართველო ავტოკრატიული ქვეყანა არ არის და ნორმალური დემოკრატიის განვითარებას სურს, ეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების წესი უნდა გახდეს. თანამედროვე დასავლური დემოკრატიის ისტორიისთვის ცხადია, თუ რა შემთხევაში შეფასდება საქართველო შეუქცევადი დემოკრატიის ჩამოყალიბების გზაზე მდგომად - თუ არჩვნების გზით ერთი პარტია დაკარგავს დომინაციას პოლიტიკურ სფეროზე და უკეთეს შემთხვევაში, ახალი ჯგუფი აიღებს პასუხისმგებლობს ქვეყნის მართვაზე. ეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გადასაწყვეტია და ეს ჰილარი კლინტონმაც არაერთხელ გაიმეორა,, - აღნიშნა თარგამაძემ და დასძინა, რომ ქვეყნის ბედი ქვეყნის გარეთ არ წყდება, ამიტომ პოლტიკური ჯგუფები შიდა საარჩევნო კამპანიაზე უნდა იყვნენ კონცეტრირებულები.
ჰილარი კლინტოპმა გუშინ იმედი გამოთქვა, რომ როგორც შემოპდგომაზე, ისე 2013 წელსაც არჩევნებოს გზით ხელისუფლების გადაბარება მოხდება.