ხმელთაშუა ზღვაში ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 737" ჩავარდა. 
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. თვითმფრინავის ბორტზე 85 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ის ბეირუთიდან ადიდ აბებუში მიფრინავდა. 
ლიბანის აეროპორტის წარმომადგენელთა ინფორმაციით, აფრენიდან 5 წუთში თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა. 
ბორტზე 50 ლიბანის, ხოლო დანარჩენი ეთიოპიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.