"ჩვენს ქვეყანაში თუ დემოკრატია არ იქნება აშშ-ს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვა ძალიან გაუჭირდება, გაუჭირდება საქართველო-ამერიკის პარტნიორობის გამართლება მითუმეტეს არაბული პროცესების ფონზე", _ აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც აღნიშავს, რომ აშშ როგორც მამა, საქართველოს ისე უვლის.
მისი თქმით, აშშ-ის ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ საქართველოში დემოკრატიული პრინციპები მაქსიმალურად აღსრულებულიყო.
"აშშ, გარკვეულწილად, საერთაშორისო არენაზე საქართველოზე პასუხისმგებელია, მფარველობს მას, იცავს საქართველოს ინტერესებს, ამარაგებს ცოდნით, გამოცდილებით, ფინანსურად, უწევს სამხედრო დახმარებას, მოკლედ, რომ ვთქვა - აშშ საქართველოზე მამასავით ზრუნავს. ამიტომ მამა უხერხულ მდგომარეობაში ვარდება იმ შემთხვევაში, როცა შვილი ცუდად იქცევა", _ განაცხადა რამაზ საყვარელიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ იმ შემთთხვევაში , თუ საქართველოსი დემოკრატია არ იქნება აშშ-ს საქართველოს ინტერესების დაცვა გაუჭირდება, მითუმეტეს არაბული პროცესების შემდეგ.
,,შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში თუ დემოკრატია არ იქნება აშშ-ს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვა ძალიან გაუჭირდება, გაუჭირდება საქართველო-ამერიკის პარტნიორობის გამართლება მითუმეტეს არაბული პროცესების ფონზე. ამიტომ აშშ-ს არაბული პროცესების შემდეგ, დიქტატორის მფარველობა მეტისმეტად წამგებიანი და მტკივნეული თემაა იქნება. შესაბამისად ამერიკას ყველა იმ ქვეყანაში სჭირდება დემოკრატია რომელ სახელმწიფოებსაც პარტნიორობას უწევს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შეფასების კომენტირებისას.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს სტაბილურობის საკითხს თავად ქართველი ხალხი წყვეტს.
"კლინტონის გამოსვლაში ხაზი გაესვა იმას, რომ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ მდგომარეობაზე, ან დესტაბილიზაციაზე ჩვენ თვითონ გვეკისრება. თუ გვსურს სტაბილური სახელმწიფო, მაშინ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ამის ერთ-ერთი წინაპირობაა. არჩევნები, სადაც ხალხი ეთანხმება არჩევნების შედეგებს და სამართლიანობის განცდა აქვთ. ამდენად, ქვეყნის სტაბილურობის საკითხი თვითონ ჩვენ ქვეყნის შიგნით უნდა გადავწყვიტოთ და დანარჩენი მომენტები უკვე მეორე ხარისხოვანია. სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდა აქცენტები ჰილარი კლინტონის მხრიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა", _ განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.