პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" აცხადებს, რომ ნეიტრალური სამგზავრო ბარათების შემოღება დაგვიანებული ინიციატივაა და მისიგან რაიმე კონკრეტულ შედეგს არ უნდა ველოდოთ.
,,რაღაცა ნაბიჯი გარკვეულწილად ალბათ არის, რადგან უმოძრაობას მოძრაობა სჯობს, მაგრამ ძალიან დაგვიანებული ნაბიჯია. რუსეთი სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ პასპორტებს დაარიგებდა საქარველოს მანამდე ჰქონდა შანსი ანალოგიური ნაბიჯი გადაედგა. ისე, რომ ნეიტრალური სამგზავრო ბარათების შემოღება რაიმე კარდინალურ გარდატეხას ვერ გამოიწვევს", _ განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, კონკრეტული შედეგის მისაღწევად აუცილებელია დამატებით სხვა მექანიზმების ამუშავება.
,,ვფიქრობ, ამ ინიციატივას კიდევს სხვა დამატებითი მექანიზმები სჭირდება საიმისოდ, რომ რაიმე პრინციპულ შედეგამდე მივიდეთ", _ განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ: ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიეაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ნეიტრალური სამგზავრო ბარათით სარგებლობის შემთხვევაში აშშ-ში შეღავათებით ისარგებლებენ.