უმრავლესობის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ჰილარი კლინტონმა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
,,მისი განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან შეეხო ყველა იმ მთავარ საკითხს, მთავარ ელემენტს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი. ეს არის: დემოკრატიული რეფორმების გატარება, რომელსაც საქართველო ახორციელებს, ასევე ეკონომიკური რეფორმები, რომელიც უმაღლეს დონეზე იქნა შეფასებული", - განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.