"ბუნებრივია, 2013 წელს იწურება მიხელ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადა და ამას არც თავად პრეზიდენტი უარყოფს. აქედან გამომდინარე, 2013 წელს აღმასრულებელ ხელისუფლებაში გარკვეული ცვლილებები მოხდება, ამიტომ ჰილარი კლინტონს ექსტრაორდინალური არაფერი უთქვამს. ყველა შეგუებულია იმ ფაქტს, რომ საქართველოს 2013 წლიდან ახალი ხელისუფლება ეყოლება", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ ჰილარი კლინტონის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, 2013 წელს ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიულად უნდა მოხდეს.
ჩიტაძის განცხადებით, კლინტონის კავკასიური ტურნე კიდევ ერთხელ ადსტურებს იმას, რომ აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონით არის დაინტერესებული.
"აშშ-მ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ტავისი ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არ ივიწყებს იმას, რომ რუსეთმა 2008 წლის ვალდებულები უნდა შეასრულოს. იმ ფაქტს, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონს მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცედ განიხილავს, აშშ არ შეეგუება, რადგან კავკასიაში მას თავისი ინტერესები აქვს და სახელმწიფო მდივნის კავკასიური ტურნე ამაზე კიდევ ერთხელ მინიშნებს", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩიტაძემ.