საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ბათუმის ტრეფიკინგის ცენტრად გადაქცევის შესახებ გაკეთებული განცხადებები, ჯონდი ბაღათურიას ავადმყოფური ფანტაზიების შედეგია. ამის შესახებ დარჩიაშვილმა პარლამენტის Dდღევანდელ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ბაღათურიამ თურქეთის მოქალაქეების მიერ, ბათუმში, შუააზიდან არასრულწლოვანი გოგონების ჩამოყვანისა და მათ ტრეფიკინგში ჩართვის შესახებ ისაუბრა.
„სურვილი არა მაქვს, რომ ბატონი ჯონდის ავადმყოფურ ფანტაზიებზე კომენტარები გავაკეთო. იმ დროს, როცა ის „აღორძინებასთან" იყო დაქორწინებული, ბათუმი თურმე სისუფთავისა და წარმატების ეპიცენტრი ყოფილა და დღეს პირიქით არის" - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, „ჯონდის ჭრელი ფრაქციისგან,, ისიც არ გაუკვირდება, თუკი აშშ-სთან ურთიერთობას სუვერენიტეტის შელახვად შეაფასებენ.