პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილის შეფასებით, საშინაო პოლიტიკის წარმატებების გარეშე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი არ შედგებოდა.
როგორც დარჩიაშვილმა პარლამენტის DDდევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საშინაო პოლიტიკაში, როგორც უსაფრთხოების ინსტიტუტების მშენებლობის, ასევე ეკონომიკური განვითარების, სოციალური სფეროსა და დემოკრატიული განვითარების კუთხით წარმატებები რომ არ ყოფილიყო, ჰილარი კლინტონის ვიზიტი არ იქნებოდა.
„საშინაო პოლიტიკის საფუძველზე საგარეო პოლიტიკა კეთდება. საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკას უწყობს ხელს. ეს, აქსიომაა. ჰილარი კლინტონს რა თქმა უნდა, გულრწფელად აინტერესებს არჩევნების ჩატარება და ის, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები ძლიერი იყოს. ასევე, სასამართლოს მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მან აღნიშნა, რომ საქართველო პოსტსაბჭოურ ქვეყნებში რეფორმების განხორციელების, ინვესტიციების მოზიდვის მოწინავე ქვეყანაა,, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ცოტა ხანში, შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენელი, განცხადებას გააკეთებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის დახმარების შესახებ.