დღეს, 5 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ზუგდიდს ეწვევა და შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება.
ბაქრაძე ზუგდიდში "აგრო პლუსის" თხილის გადამამუშავებელ საწარმოს მოინახულებს, მუშაობის პირობებს გაეცნობა და საწარმოში დასაქმებულებს გაესაუბრება.
პარლამენტის თავმჯდომარე ამასთანავე ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს მოინახულებს, სადაც საუბრის თემა სახელმწიფო სადაზღვევო პოლისის ხელმისაწვდომობა იქნება.