" ქართული ოცნების" პრესსპიკერის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე კოალიცია "ქართული ოცნება" წარმოდგენილი იქნება, თუმცა, როგორც ფანჯიკიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" აცხადებს, ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, რა ფორმატით მოხდება ჰილარი კლინტონთან შეხვედრა.
"ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას "ფეისბუკის" საშუალებით",_ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში დრეს ეწვევა.