ჰილარი კლინტონს საქართველოს ხელისუფლებისთვის გარკვეული ავანსი აქვს გაცემული, როდესაც ის უკვე ერთი წელია ბრძანებს, რომ 2012-13 წლებში საქართველოში მოხდება ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიული, არჩევნების გზით, - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ჰილარი კლინტონის კავკასიური ტურნეს კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ქართველებისთვის დამამცირებელია, როცა საქართველოსი არსებული ,, ,,დემოკრატიის ველური სტანდარტები" ზოგიერთი ქვეყნისთვის მისაბაძი ხდება.
,,ჰილარი კლინტონს საქართველოს ხელისუფლებისთვის გარკვეული ავანსი აქვს გაცემული, როდესაც ის უკვე ერთი წელია ბრძანებს, რომ 2012-13 წლებში საქართველოში მოხდება ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიული, არჩევნების გზით. ამიტომ ვიზიტის ფარგლებში ქართული საზოგადოებისთვის საინტერესოა, იქნება სახელმწიფო მდივნის მხრიდან მოვისმინოთ ის არგუმენტები, რაც კლინტონს ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. საინტერესოა, ქართული ხელისუფლების მხრიდან რომელი ნაბიჯი დაინხა საიმისოდ, რომ საქართველოში შეიქმნას ნორმალური, დემოკრატიოული საარჩევო გარემო. მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა ვაშინგტონს სააკაშვილის ხელისუფლების ლიტონი სიტყვების აღარ სჯერა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, თუ რაიმე არის საერთო ინტერესში საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ეს გახლავთ დემოკრატიულ სტანდარტებთან საქართველოს დაახლოვებაა.
"ამიტომ საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია, როცა ,,დემოკრატიის ველური სტანდარტები" წარმოჩინდება ხოლმე, როგორც რაიმე მისაბაძი თუნდაც კიდევ უფრო დაბალი დემოკრატიის მქონე მეზობელი ქვეყნებისთვის", _ განაცხადა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს 5 ივნისს ეწვევა.