თურქულმა კომპანიამ შპს „სისთემ ინშაათმა" ბათუმში თავისუფლების მოედანზე მრავალსართულიანი, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის შენებლობა შეწყვიტა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ*-ენს" ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სულხან ღლონტმა განიცხადა.
"მათ მოახდინეს ტერიტორიის ღობის დემონტაჟი და ამ დროისათვის საამშენელო ლამუშაოები შეწყვეტილია", - განაცხადა ღლონტმა.
მისი თმით, ეს არის ადგილობრივი საზოგადოებისა და მეუფის უდიდესი ძალისხმევის შედეგი.
ღლონტი აცხადებს, რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და ამ შემთხვევაში არც ერთმა პარტიამ არ უნდა იკადროს მისი პოლიტიზირება, რადგანაც ეს არის ბათუმის საზოგადობის უდიდესი ნაწილის ოთხოვნის დაკმაყოფილება.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" და ბათუმის მოსახლეობის წარმომადგენლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს მიმართვა გადასცეს, სადაც 2012 წლის 17 იანვარს თქვენსა და შპს „სისთემ ინშაათს" შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვეს.
ისინი აცხადებდნენ, რომ ლევან ვარშალომიძის გადაწყვეტილება არ ემთხვევა ქალაქ ბათუმის მკვიდრთა სრული უმრავლესობის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ ბათუმის დაცვისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიეგოს შესაბამისი პატივი
მიმართვის ავტორები მოითხოვდნენ, ხელშეკრულების შეწყვეტას და მის სანაცვლოდ ინვესტორისთვის ალტერნატიული ფართის გადაცემას.
როგორც სულხან ღლონტმა აღნიშნა, თავისუფლების მოედანის გაყიდვას ძალიან მწვავედ განიცდიან ბათუმელები.