3 ივნისს, ტურიზმის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ბათუმში პიაცას მოედანზე გაიმართება. ჯაზ-ბენდის კონცერტისა და მოდების ჩვენებასთან ერთად გაიმართება სილამაზისა და ტალანტების საერთაშორისო ფესტივალი „პატარა მის/მისტერ სამყარო". მასში მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 15 წლამდე ასაკის ბავშვები.
ყოველწლირად, ფესტივალის მონაწილეებიდან ვლინდება გამარჯვებული, რომელიც როგორც სილამაზით, ისე სასცენო ნიჭითაა (ქორეოგრაფია, ვოკალი, ტანვარჯიში) გამორჩეული.
„პატარა მის/მისტერ სამყარო" 2005 წლიდან ტარდება და მას უამრავი ქვეყანა მასპინძლობდა.
ფეტივალის ორგანიზატორია „უნივერსალ პროდაქშენი" და უკრაინული სარეკლამო კამპანიის ქართული ფილიალი.