პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხვალ, 1-ელ ივნისს, ახალქალაქს ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დავით ბაქრაძე ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ფოკას მონასტერში წირვას დაესწრება.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე ახალქალაქის რაიონში ეთნიკურად სომეხი ეროვნების მოქალაქეებით დასახლებულ სოფელ სათხას, ასევე ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდება.
დავით ბაქრაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან რეგიონში არსებულ პრობლემებსა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილებს ყურადღებას.